კატეგორიის გარეშე

ალკოჰოლი, დეპრესია… – პოპულარული წყვილის მძიმე გზა

„ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო“ - რას ყვებიან გიორგი ცაგარელი და ლელა კილაძე

პოპულარულმა წყვილმა, მუსიკოსმა გიორგი ცაგარელმა და მისმა ცოლმა, ლელა კილაძემ პოდკასტში „გაბედე“ იმ მძი­მე გზა­ზე ისაუბრა, რა­საც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, დეპ­რე­სია და ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი ჰქვია.

გიორგი ცაგარელი: პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი. მაშინ ძალიან მთვრალი ვიყავი და ლელას ვუთხარი, რომ „გამოსავალში” მინდოდა მისვლა. ეს ნიკა კოჩაროვმა მირჩია, რადგან ჩემი იმ მდგომარეობაში ყურება წარმოუდგენელი იყო. ლელას ეს იმიტომ ვუთხარი, რომ მინდოდა, თავი მომეწონებინა – ვიცოდი, რომ თავად ამ საკითხებში უკვე გარკვეული იყო.

.

მანამდეც ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ მათ ცოდნა არ ჰქონდათ. ძნელია, როცა გინდა, რომ შენს მეორე ნახევარს დაეხმარო. გამოასწორო, გინდა, რომ ფხიზელი იყოს, მაგრამ არ გამოგდის. იმისთვის, რომ დაეხმარო, ცოდნაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, უნდა გაწყვიტო ურთიერთობა.

რომ აღარ ვსვამ, ეს ნაწილობრივ ლელასთან ურთიერთობის დამსახურებაცაა. ლელას უკვე ჰქონდა გამოცდილება – ჩემთვის არც ულტიმატუმები წაუყენებია, არც აგრესია ჰქონია, არც – მანიპულაცია. მიმიშვა, რომ მე თვითონ გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან.

ერთ დღეს გადავწყვიტე, ბოლოჯერ დამელია. იმ დღეს ისე მოვიქეცი, ისეთი რაღაცები ვაკეთე, მეორე დღეს გახსენებაც არ მინდოდა. მგონი, ყველა დემონი გამოვუშვი, რაც კი მყავდა.

ლელა კილაძე: მეც მახსოვს ეს დღე. ავედი მასთან ოთახში, უბრალოდ მშვიდად ავუხსენი, რომ ასე ჩვენი ურთიერთობა ვერ გაგრძელდებოდა. ვუთხარი, რომ არ ვადანაშაულებდი და შეეძლო, თავისი გზით, რა უნდოდა, ის ეკეთებინა. ამ დროს გამომხედა და მითხრა, რომ აღარ დალევდა…

5 წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, რა დროსაც ჩემს შვილსაც ჰქონდა მოხმარების პრობლემა და ვეძებდი ადგილს, სადაც მინდოდა, კოკო მიმეყვანა. ამ ძებნაში მივაგენი „გამოსავალს”.  „გამოსავალში” რომ მივიყვანე, მკითხეს, მეც ხომ არ მქონდა რაიმე პრობლემა, მე კი ვუთხარი, რომ ჩემი პრობლემა მხოლოდ კოკო იყო და მისი კარგად ყოფნით მეც კარგად ვიქნებოდი.

კოკო დაახლოებით 3 თვის მანძილზე იყო დღის ცენტრში, მალევე გადავიდა რეჰაბში. ამ პერიოდში მეც მკითხეს, როგორი იყო ჩემი ცხოვრების სტილი. ვუთხარი, რომ ზოგჯერ ვიღებდი ალკოჰოლს, ქიმიურ ნივთიერებებს, მაგრამ ავუხსენი, რომ დამოკიდებული არ ვიყავი და შემეძლო,  3-4 თვის მანძილზე არაფერი მიმეღო.

ბევრი შვილი მყავს და შემიძლია, რომ არაფერი მივიღო, არც ალკოჰოლი დავლიო. მათ მითხრეს, რომ თუ ყოველდღიურად არ მოვიხმარ ნივთიერებებს, არ ნიშნავს, რომ კონტროლი შემიძლია. მითხრეს, რომ ჩემი შვილისთვის მე უნდა მიმეცა მაგალითი…

მარაო.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close