საზოგადოება

ადვოკატი ამბობს, რომ ოთარ აბესაძე აპარატზეა შეერთებული

ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაში გულის შეტევის დიაგნოზითაა მოთავსებული, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.

გელაშვილის ინფორმაციით, აბესაძე ამჟამად აპარატზეა შეერთებული და 24-საათიან დაკვირვებას საჭიროებს იმისთვის, რომ სხვა რაიმე მძიმე შედეგი გამოირიცხოს.

„სასამართლოშივე, როცა ცუდად გახდა, დეტალურად გამოსაკვლევად გაიყვანეს დარბაზიდან და სასწრაფოს ექიმმა კარდიოგრამაში დააფიქსირა სამი ისეთი ცდომილება, რის გამოც საბოლოო დასკვნას ხელი არ მოაწერა. გასინჯვის შემდეგ პირდაპირ წამოიყვანეს ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან ექიმმაც თქვა, რომ დეტალურ კვლევას საჭიროებდა. ახლა ველაპარაკე კლინიკის მთავარ ექიმს, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა 24-საათიანი დაკვირვება, რათა გამოირიცხოს ყველაფერი, ვინაიდან ეს სიმპტომები არის წინასაინფარქტო. ხვალ, ალბათ, უფრო დეტალური პასუხი გვეცოდინება“, – განაცხადა გელაშვილმა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close