საზოგადოება

ჰუჯაბის მონასტრისა და არპის ნაციონალური ტყე-პარკის შემდეგ, სომხეთი საქართველოს კიდევ ერთ ტერიტორიას ედავება

ჰუჯაბის მონასტრისა და არპის ნაციონალური ტყე-პარკის შემდეგ, სომხეთი საქართველოს კიდევ ერთ ტერიტორიას ედავება. საქმე ამჯერად ეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურმას, რომლის მოსახლეობის 95% ეთნიკურად აზერბაიჯანელია. სოფელი ამ დროისთვის ორად არის გაყოფილი და რამდენიმე სახლი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული. მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება, ისინი იზოლირებულნი არიან სოფლის დანარჩენ ნაწილთან და არ ეძლევათ სახნავ-სათესი მიწების გამოყენების საშუალება.

სოფელი ბურმა – მარნეულის მუნიციპალიტეტში შემავალი ეს სოფელი საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუდგენელი საზღვრის გამო მათ პრობლემები ექმნებათ. დადგენილი აქვს თუ არა საქართველოს სასაზღვრო ზოლი მეზობელ სომხეთთან და რატომ ვკარგავთ ტერიტორიებს ეტაპობრივად? ეს ის კითხვებია, რომელზეც ჯერ პასუხი არავის აქვს და სავარაუდოდ, არც ექნებათ.

საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ კი მუშაობა, წესით, სექტემბერში უნდა დაასრულოს და დაიწყოს სასაზღვრო ზოლის დელიმიტაცია-დემარკაციის სამუშაოები.

წყარო:ენ-პი-ეი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close