საზოგადოება

,,მინდა მადლობა გადავუხადო პორტირებულებს, რომლებმაც ჭორებით, ვირეშმაკობით, სიბინძურეებით გვერდზე გაგვწიეს”

თემო მურვანიძე, პოლიტიკოსი:

_ სრულიად გულწრფელად, პირადად ჩემი და ასევე იმ ჩემი ძველი თანამებრძოლების სახელით ვინც დამეთანხმება, მინდა მადლობა გადავუხადო იმ პორტირებულებს, რომლებმაც ჭორებით, ვირეშმაკობით, სიბინძურეებით გვერდზე გაგვწიეთ და დღეს არ ვართ აფილირებული “ქართულ ოცნებასთან”.
მინდოდა დაჯერება, რომ ქვეყანას ეშველა 2012 წელს და სწორ გზაზე დადგა, თუმცა ამჯერადაც გაგვიცრუვდა იმედი.
არაუშავს, არ დავღლილვართ, ცოცხლები ვართ და როდესაც აღარ ვიქნებით, მაშინაც საშიში ვიქნებით ასეთი, ქვეყნის დამაქცევარი მთავრობისთვის, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი…
აუცილებლად მიიღებს ეს ხელისუფლება კარგ გაკვეთილს და ეს გარდაუვალია.
მრავალწერტილი.

Related Articles

Back to top button
Close