“დედების ფონდმა” უზენაეს სასამართლოში დავა მოიგო, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ფონდის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე მოპასუხე მხარე გახლდათ არჩილ ზაალიშვილი. “დედების ფონდმა მოიგო საქმე სადაც მოპასუხე გახლდათ არჩილ ზაალიშვილი დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრება. სამწუხაროდ, არჩილ ზაალიშვილმა მისი შვილიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ჩარიცხული თანხა მიითვისა და არ დაუბრუნდა ,,დედების ფონდს” 130 (ასოცდაათიათასი) ლარი, როცა მისი შვილიშვილის თვის შეგროვილი თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა. სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ უსაფუძვლო გამდიდრებით დაეუფლა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ჩარიცხულ თანხებს. არსებობს ორი კანონიკური და ამქვეყნიური სამართალი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ორივე, მორალური და სამართლებრივი შეხედულებით არჩილ ზაალიშვილს არ ქონდა უფლება მომაკვდავი ბავშვის (შვილიშვილის) ხალხის მიერ შეგროვებული თანხა მიესაკუთრებინა. დღემდე ისე გააკეთა ამ ადამიანმა, რომ საკუთარი ანგარიშებიდან გააქრო შემოსავლები, უძრავი ქონება, რათა არ მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.

 მოგეხსენებათ, უამრავი ბავშვია, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეშია და არ შესწევთ მატერიალური შესაძლებლობა, რომ გადარჩნენ,” – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

“დედების ფონდის” დამაარსებლის ვიკა ჩიმჩიური: “დაახლოებით 4 წლის წინ, როცა ფონდი ახალი შექმნილი იყო, ერთ-ერთმა ოჯახმა მოგვმართა დახმარების თხოვნით, რომლის შვილსაც, ანასტასია ზაალიშვილს, მე-4 სტადია ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. საქართველოში ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა, თუმცა მშობლებს ბავშვის გადაყვანა სურდათ თურქეთში სამკურნალოდ…მაგრამ მათ არაფერი გააჩნდათ ამისთვის… სწორედ მაშინ, დედების ფონდმა, ასი ათასობით დედასთან ერთად მთელი საქართველო გავაერთიანეთ, ანასტასიას ამბით მთელი ქვეყანა შევძარით და ეს ტკივილი ყველა ადამიანის გულამდე მივიტანეთ… ამ შრომის შედეგად, რამდენიმე დღეში 150 000 ლარამდე თანხის შეგროვება შევძელით… ვინაიდან ბავშვი შუა ღამეს გადააფრინეს სპეც რეისით, დედების ფონდს 1 წამითაც არ დაუყოვნებია ოჯახისთვის თანხის მიცემა, ჩვენი ინტერესი იყო, რომ ბავშვი არ დაზარალებულიყო, ვინაიდან კლინიკას შესაძლოა, თანხის უქონლობის გამო, ბავშვი არ მიეღო ან ა.შ. სწორედ ამიტომ, იმ ღამესმე გადავრიცხეთ თანხა ოჯახის ანგარიშზე. (არ დავლოდებივართ ინვოისს, ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას, ისევ და ისევ ბავშვის ინტერესები გამო). სამწუხაროდ, ანასტასია ზაალიშვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და მის მკურნალობას თანხა ვერ მოხმარდა. ბავშვის გადმოსვენების და კლინიკაში ყოფნის რამდენიმე დღიანი ხარჯი სრულად დაფარა ჯანდაცვის სამინისტრომ და სოლიდარობის ფონდმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ გადარიცხული თანხა ხელუხლებელი დარჩა. ამ ამბის შემდეგ, დარმწუნებული ვიყავით, რომ ოჯახი კეთილსინდისიერად მოიქცეოდა და ამ თანხას სხვა ბავშვების გამოჯანმრთელებას შესწირავდა, თუმცა ყველა კეთილსინდისიერად არ იქცევა და ზაალიშვილების ოჯახმა თანხა დაიტოვა… როცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ, ბოლომდე გვებრძოლა სამართლიანობისთვის, რადგან სიმწრით შეკოწიწებული 150 000 ლარით დღეს ძალიან ბევრი ბავშვის გადარჩენა შეგვეძლო… დავა მივიდა სასამართლომდე და დედების ფონდმა პირველ ინსტაციაში მოიგო საქმე, ზაალიშვილების ოჯახს დაეკისრათ თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა დედების ფონდის საჩივარი და ზაალიშვილებს დააკისრა თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრეს.

 დღეს კი დადგა გადამწყვეტი დღე!!! სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ოჯახს კვლავ დააკისრა თანხის უკან დაბრუნება! სასამართლო თვლის, რომ ოჯახმა თანხა არამიზნობრივად გახარჯა, რადგან არანაირი საბუთი არ გააჩნიათ, სად დაიხარჯა ამხელა თანხა. სასამართლოს გადაწყვეტილებით უპირატესობა ენიჭებათ იმ ბავშვებს, ვინც დღეს სიცოცხლისთვის იბრძვის და ეს თანხა უნდა მოხმარდეს ამ ბავშვების გამოჯანმრთელებას!”

წყარო: ალია

კომენტარები