მსოფლიო

ჰავანაში “სიყვარულის სასტუმროებს” აღადგენენ

თითქმის 30-წლიანი აკრძალვის შემდეგ, ჰავანაში „პოსადასი“, იგივე „სიყვარულის სასტუმროები“ ხელახლა გაიხსნება. BBC-ს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა კუბის მთავრობამ ქალაქში სანიტარიული ნორმების დაცვის მიზნით გამოთქვა. გარდა ამისა, ჰავანას კეთილმოწყობის სამსახურში განაცხადეს, რომ „პოსადასის“ სასტუმროების ქსელის აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის სასარგებლო იქნება.

კუბური „სიყვარულის სასტუმროების“ დახურვის შემდეგ, ჰავანას სანაპიროსა და პარკებში წყვილების სექსუალური კავშირის გახშირებამ ქალაქში სანიტარიული ნორმების დარღვევა გამიწვია. ასევე, ბოლო წლებში, კუბაზე განვითარდა პროსტიტუციის კერძო ბიზნესი, რის შედეგადაც, სექსმუშაკებზე ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

კუბას ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეულ „სიყვარულის სასტუმროებში“ სამსაათიანი მომსახურება 5.00 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება. სასტუმრო აღჭურვილი იქნება კონდიცირებით და საშხაპე ოთახით.

„პოსადასის“, იგივე „სიყვარულის სასტუმროს“ ტრადიცია კუბაზე მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. „პოსადასის“ სტუმრების უმრავლესობა ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტები იყვნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close