საზოგადოება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 18 წელია გარდაცვლილი მამის გადასახადს მახდევინებს”

GWP-ზე (ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი) კრიტიკული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ იმ პრობლემებზე, რასაც  მათ წყალმომარაგების ეს კომპანია უქმნის. გთავაზობთ ერთ-ერთი მოქალაქის მონაყოლს, რომელსაც თან  ახლავს დოკუმენტებიც.

 ქეთი დოლიძე:

_ ბინაში სამი სული ვართ ჩაწერილი, მაგრამ დიდი ხანია, რაც წყლის გადასახადს ხუთ სულზე ვიხდით.

 _ თუ სამნი ცხოვრობთ, როგორ, ან რატომ იხდით ხუთისას?

_ დიახ, დედა, ჩემი ძმა და მე ვართ ჩაწერილები. ჩემი და, 10 წელია უცხოეთში ცხოვრობს, მამა კი 18 წლის წინ გარდაიცვალა. მათ გადასახადსაც გვახდევინებს ჯორჯიან უოთერენ ფაუერი. რამდენიმე წლის წინ მივედი მათ ოფისში და მივიტანე მამის გარდაცვალების ცნობა. ავუხსენი, რომ გარდაცვლილ კაცს ახდევინებდნენ ფულს და უნდა ამოეღოთ სიიდან. გარდაცვალების ცნობას გადაუღეს ქსეროქსი და დაიტოვეს. რამდენიმე თვე ველოდე, ვიფიქრე ხანგრძლივი პროცედურა იყო, მაგრამ მაინც რომ არ შეცვალეს, დავრეკე. დამაიმედეს, აუცილებლად შეიცვლებაო, მაგრამ ხომ გითხარით, 18 წელია გარდაცვლილ მამას ვუხდი წყლის გადასახადს და ამ კომპანიას, ვითომ წარმატებულს, სინდისი არ აწუხებს. ალბათ, ჩემს მდგომარეობაში სხვებიც იქნებიან. რამდენჯერმე მითხრეს, გავასწორებთო, მაგრამ 18 წელი დასჭირდა ამის გასწორებას. მიცვალებულები არჩევნებში რომ იღებენ მონაწილეობას, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ იცოდეთ, რომ ისინი კომუნალურ გადასახადებსაც იხდიან და ამის ნათელი მაგალითია მამაჩემისა და ჩემი ოჯახის მდგომარეობა.

.

 _ რატომ არ უჩივით ჯორჯიან უოთერენ ფაუერს. რასაც თქვენ ჰყვებით, ეს ხომ დანაშაულია?

_ ვის აქვს ამდენი დრო, რომ დღე და ღამე მაგათ კარზე იდგეს? დამეგლიჯა ნერვები და თავი დავანებე. ასე, რომ ჩემი სოლიდური ვალი აქვს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს. თვეში, დაახლოებით,  5 ლარით ზედმეტს ვიხდი დამატებით 2 ადამიანზე,  აქედან ერთი ცოცხალი არ არის და მეორე, 10 წელია საქართველოში არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ერთი დღეც რომ გადავაცილო და არ გადავიხადო გადასახადი, მაშინვე გამომირთავენ შუქს, რადგან ჩვენს ქალაქში გადასახადები ერთმანეთზეა მიბმული. ამას წინათ, 45 თეთრი დამაკლდა გადასახადზე, სახლში გავიქეცი, მოვიტანე და სასწრაფოდ გადავიხადე, ელექტროენერგია რომ არ გაეთიშათ. ესენი კიდევ 18 წელია მიცვალებულზე მახდევინებენ ფულს.

პ.ს. იმედია, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ამჯერად მაინც დაინტერესდება აღნიშნული ფაქტით და ოჯახს აღარ გადაახდევინებს გარდაცვლილის წყლის გადასახადს.

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close