საზოგადოება
,,კობახიძეები, ოხანაშვილები, მათიკაშვილები, მურუსიძეები თქვენს ავტორიტეტს აქვეითებენ”
,,არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ ეს არ იცით..."_ ღია წერილის ბიძინა ივანიშვილს
ფეისბუქმომხმარებელი ბელა ნაცვალაძე საკუთარი ფეისბუქით წერილს ბიძინა ივანიშვილს უგზავნის:
,,ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს.
მოგესალმებით ბატონო ბიძინა,მე გახლავართ ერთ დროს თქვენი აქტიური მხარდამჭერი,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი მოწვევის ექს.დეპუტატი,,ამჟამად გენდერული საბჭოს ხელმძღვანელი და ქალთა უფლებების დამცველი. ჩემს შესახებ,ბევრს არაფერს გეტყვით,მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა,რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდი ,უსამართლობასთან ბრძოლაში გავატარე და დღესაც ასე ვიქცევი,სწორედ ამიტომ,თავს უფლებას ვაძლევ ,მომართოთ თქვენ პირადად, და გითხრათ,რას ვფიქრობ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე,თქვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან დღემდე,რა მომწონს და რა არის ჩემთვის,როგორც ერთი საქართველოს მოქალაქისთვის მიუღებელი:
დავიწყებ იმით,რომ 2012 წელი,საქართველოს უახლეს ისტორიაში, გარდამტეხი წელი გახლდათ,რადგან,თქვენი შემოსვლით,პოლიტიკურ ასპარესზე,საქართველოს დაშინებულ,შეშინებულ,იმედგაცრუებულ მოსახლეობას,იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა,მათ დაიჯერეს,რომ იმ ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის მმართველობის შემდეგ, გამოჩნდა პოლიტიკური ძალა,რომელიც მათზე იზრუნებდა,დასახავდა მათი პრობლემების მოგვარების გზებს და განახორციელებდა კიდეც,რადგან, ოცნების ხელისუფლების,მთავარი დაპირება, უსამართლობასთან ბრძოლა და სამართლიანობის აღდგენა იყო?! სწორედ ამიტომ,გამოვიდა “ქუდზე კაცი”, თქვენს მხარდასაჭერად და საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, მოახდინეთ “ფურორი”! შემდგომ,თქვენ გადაწყვიტეთ,შეგექმნათ კოალიცია,რომელშიაც შეიყვანეთ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია თუ მოძრაობა,ჩემის აზრით,ეს იყო,ძალიან დიდი შეცდომა,რადგან,თქვენს მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალთა რეიტინგი,ფაქტიურად ძალიან დაბალი იყო,თქვენ,შანსი მიეცით უმეტესწილად,ორპროცენტიან პოლიტიკურ ფიგურებს,რომლებიც,კარგ სიზმარშიც, ვერ იხილავდნენ საპარლამენტო მანდატებს,მაგრამ,თქვენი წყალობით,ეს რეალობათ ექცა,თქვენ ისინი გააცოცხლეთ, დააფინანსეთ და ბოლოს რა მოხდა,ჩემზე კარგად იცით,იცით ისიც,რომ ისინი,თქვენს პოლიტიკურ მტრებად გექცნენ და დღეს,ბევრი მათგანი სააკაშვილის ფრთების ქვეშ მოკალათდა?! მეორე და ყველაზე სავალალო შეცდომა,რომელმაც ჩიხში შეიყვანა საქართველო,გახლდათ,ავადსახსენებელი “კოჰაბიტაცია”, ნაცვლად იმისა,რომ,დამნაშავეებს პასუხი ეგოთ კანონის წინაშე,მათ მიერ ჩადენილი ქმედების გამო,თქვენმა ხელისუფლებამ, გვერდში მოისვა და ხშირ შემთხვევაში, წამყვან პოზიციებზე მოკალათდნენ. და დღეს,რაც ხდება საქართველოში, “მკვდრეთით აღმდგარი” ნაც.ჯალათებიდ დამსახურებაა,მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაციები და დახლართული ინტრიგები ქვეყნის შიგნით თუ გარედ,აურიცხავია,ისეთი ადამიანების კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდით,ვისთვისაც სითყვის თქმის უფლებაც კი არ უნდა მიგეცათ?!
ამ ორომტრიალში, დაგავიწყდათ პარტიის მშენებლობა და საკუთარ,მმართველ პარტიაში შეგეპარად “დროიძეები” და “ყვარყვარეები”,რომელთა “ძალისხმევითაც” დაივიწყეთ ის ადამიანები,რომლებმაც თქვენთან ერთად,იმ ძნელბედობის ჟამს,დააფუძნა ქართული ოცნება,და დღეს,ისინი ,შეურაცყოფილები და იმედგაცრუებულები,სახლებში სხედან,ჯამაგირისა და ლუკ,ა-პურის გარეშე,ხოლო წამყვან პოზიციებზე, სავარძლები მოირგეს იმ ადამიანებმა,რომელთა უმეტესი ნაწილის ადგილი საპყრობილეებში იყო.
მერე თქვენ წახვედით და თქვით,რომ “საიმედო ხელში “ტოვებდით საქართველოს და ქართველ ხალხს და ამის შემდეგ,ოცნების რეიტინგი დღითი-დღე ეცემოდა, არჩევნების წინ,დაინახეთ,რა თქვენი ყოფილი თანაგუნდელების უსუსურობა,პარტიის რეიტინგის ვარდნა,თქვენ კვლავ გადაწყვიტეთ დაბრუნება და იმ ეტაპისათვის “გადაარჩინეთ” პარტია?!
ბატონი ბიძინა,თქვენ,საქართველოსთვის ,ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ,თქვენი ქველმოქმედება მოსაწონი და დასაფასებელია, და არ მინდა დავიჯერო,ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში,თქვენ ეს მოგწონდეთ?!
მიუხედავა იმისა,რომ ამჟამად განაცხადეთ,რომ წახვედით პოლიტიკიდან,დარწმუნებული ვარ,მაინც არ მოგწონთ,ის რაც ხდება,რადგან დღემდე,თქვენთან ასოცირდება,ყველა ის ქმედება,რასაც თქვენს მიერ ხელდასმული თანამდებობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოქმედებენ>!
საზოგადოებაში კვლავ გაჩნდა უნდობლობა,ნიჰილიზმა დაისადგურა ყველას გულებში,რადგან,ის ადამიანები,ვისაც ნდობა გამოვუცხადეთ,ნაცვლად იმისა,იზრუნონ ხალხზე ,საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვასა და საკუთარ ჯიბეებზე ზრუნავენ მხოლოდ!
ე.წ.მმართველი პარტიის რიგებში,მოკალათებული არიან ის ადამიანები,რომლებიც ინტრიგებს ხლართვენ მხოლოდ, მაგრამ,მოქმედებენ თქვენი სახელითა და შეურაცყოფენ თქვენს ავტორიტეტს,რადგან,მაინც თქვენს გუნდად რჩებიან?!მუნიციპალიტეტებში,წამყვან თანამდებობებს იკავებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები,რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებაში,საჯარო მოხელეების დაშინებასა და ზეწოლაში რეგიონებში,ფაქტიურად არ არსებობს,არც მმართველი რგოლები და არც საკრებულოები, ბევრისთვის თქვენი მეგობრობა და კურსელობა პრივილეგიად იქცა,სწორედ ამთქვენს სახელსა და ავტორიტეტს ამოფარებულები, სჩადიან რაც უნდათ და როგორც უნდათ,განმკითხავი,მაინც არავინაა,-არ მინდა დავიჯერო,რომ თქვენ ეს არ იცით?!
ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს,რომ,მმართველი პარტიის ოფისი, დაემსგავსა “ფეიკებისა” და “ტროლების” კანტორას,რომელსაც მოქმედი პარლამენტარი, დიმიტრი სამხარაძე დირიჟორობს,ეს ის დიმიტრი,სამხარაძეა,რომელმაც სულ მთლად დაანგრია რეგიონალური პოლიტიკა,ოზურგეთის მაგალითზე გეტყვით,რომ,თვითმმართველობის მერის არჩევნებში,ის მის “დამქაშებთან” ერთად,ღიად მუშაობდა, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის წინააღმდეგ?!
ალბათ გსმენიათ,გიორგი გახარიას მიმართ მიმდინარე “პიარ.შეტევაზე”,ეს ის გიორგი გახარიაა,რომელიც ერთადერთი მანათობელი სხივი გახლდათ ოცნების ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობაში,რომელიც, ერთ დროს,თქვენი ფავორიტი და დასაყრდენი იყო.ეს ის გიორგი გახარიაა, რომელმაც ბევრი კარგი საქმე გააკეთა,მაგრამ არ დასცალდა, ეს ის გიორგი გახარიაა,რომელმაც,საქართველო აარიდა ძმათაშორის ომსა და ბრძილას,მან,უარი თქვა საკუთარ პრივილეგიებზე, და დატოვა დაკავებული თანამდებობა და მმართველი გუნდი?! – და მერე რა მოხდა- მმართველ პარტიაში ჩასახლებულმა ოდიოზურმა ფიგურებმა აამუშავეს დევიზი- “ვინც,ჩვენთან არ არის,ჩვენი მტერია” და დაიწყეს ბრძოლა წესების გარეშე,რადგან,მათში დაისადგურა ძალაუფლების დაკარგვის შიშმა,მათ ააქვთ შიში იმისა,რომ,ქვეყანა აქციეს კლანურ დაჯგუფეფებად და მათ ეშინიათ,მხილებულნი იქნებიან გამძაფრებულ კორუფციაში! საქართველო გადააქციეს კობახიძეების,ოხანაშვილების,მურუსიძეების სამხარაძეებისა და მათი მსგავსი არსებების სამართავ ქვეყანად,რომელთა გადადგმული ნაბიჯებით შევიდა ჩიხში საქართველო,არ მინდა დავიჯერო,რომ,თქვენ ეს ყველაფერი მოგწონთ? და თუ არ მოგწონთ,ძალიან გთხოვთ,შეაჩერეთ ისინი,რადგან,თქვენი წასვლის მიუხედავად,თქვენს ავტორიტეტს ურტყამს,მათი ყოველდღიური ქმედება.
საზოგადოება,ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ამჩნევს,პირსისხლიანი სააკაშვილი ამბობდა,რომ საქართველოს ისტორია,მისი გუნდის გამოჩენიდან დაიწყო,მაგრამ ჩვენ,ყველანი,მომსწრენი ვართ მისი სისხლიანი რეჟიმის,არა გვაქვს ამნეზია და მომავალ თაობებს,მოვუყვებით რეალობას,საქართველოს უახლეს ისტორიაში,მისი ხელისუფლება შევა,როგორც დამნაშავე, საკუთარი ხალხის გამანადგურებელი ძალა?! და თუ არ გინდათ ქართული ოცნებაც,ისტორიაში ჩაიწეროს,როგორც ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენელი,შეაჩერეთ ეს უსახურებ!
,ბატონო ბიძინა,არსებობს ერთი ბეძნული გამონათქვამი “ძაღლი ვინც მოკლა,იმანვე უნდა გადაათრიოს”-ო და ,მოგმართავთ თხოვნით,მოგვაცილეთ ისინი,ნუ შესწირავთ საქართველოს კობახიძეებს,ოხანაშვილებს,მათიკაშვილებს, მურუსიძეებსა და ყველა იმ ოდიოზურ ფიგურებს,რომელთა საქმიანობაც თქვენს ავტორიტეტს აქვეითებს და ყველა იმ კეთილ საქმეს,რაც გიკეთებიათ ფასს უკარგავს?!
ლელა ნაცვალაძე”