საინტერესო

ინოვაციური ტრანსპორტის სახეობები, რომლებსაც მსოფლიო საცობების განმუხტვისთვის გამოიყენებს

სქაიტრანი, სკარაბი, სკაილონი_ დედამიწის სწრაფმავლები

წარმოგიდგენთ ფუტურისტულ ტრანსპორტს, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში შესაძლოა, მართლაც ვიხილოთ.

skyTran2
სქაიტრანი

თელ-ავივში საცობებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების გამო, უახლოეს მომავალში ისეთი სატრანსპორტო საშუალების გაშვება იგეგმება. ფიქრობენ, რომ ის ქუჩებში არსებულ ვითარებას შეამსუბუქებს. ისრაელში გადაწყვიტეს, შექმნან სქაიტრანი, რომელიც მიწიდან ექვსი მეტრის სიმაღლეზე, ლიანდაგისმაგვარ მილებზე იქნება დაკიდებული. ხალხს შეეძლება მისი გამოძახება და უახლოეს სადგურამდე მისვლა. მართალია,სქაიტრანის ფასი ავტობუსზე ცოტა ძვირი იქნება, მაგრამ ტაქსზე იაფი. სქაიტრანი საათში 241 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს.

სკარაბი

ეს კონცეპტუალური მანქანა მოტოციკლის ფორმისაა, თუმცა დახურულია და საბარგული აქვს. სქარაბი ბატარეაზე და ბიოსაწვავზე ივლის. მას ექნება ავტოპილოტის ფუნქცია. შესაბამისად, სამსახურის შემდეგ დაღლილი, თავისუფლად შეძლებთ დაძინებას, სახლში კი თავად მიგიყვანთ სკარაბი.

სკაილონი

2013 წელს დიდ ბრიტანეთში 90 მილიონი დოლარის ბიუჯეტის პროგრამა დაანონსდა , რომელიც დედამიწაზე უსწრაფესი თვითმფრინავის შექმნას ისახავდა მიზნად. სქაილონს შეეძლება 300 კაციანი ეკიპაჟის ლონდონიდან სიდნეიში ოთხ საათში გადაყვანა. გარდა ამისა, ხომალდს ა კოსმოსში გაფრენაც შეეძლება.

სკაილონის შექმნა ჯერ ახალი დაწყებულია და დახარჯულმა თანხამ შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს. თუმცა, მეცნიერების უმრავლესობა პროექტისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, სქაილონი 2017 წლისთვის მზად იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close