ჯანსუღ ჩარკვიანის ყველასთვის უცნობი ლექსი ,,ვარდების ქვეყანაზე”
სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ბატონი ჯანსუღი ავად გახდა, გადავწყვიტე, მის მიერ სახელდახელოდ მოძღვნილი ლექსი გამომექვეყნებინა და ასე გამომეხატა მწუხარება პოეტის მდგომარეობის გამო. მერე გარდაცვალების დროს ვფიქრობდი ამ უცნობი სტრიქონების საზოგადოებისთვის გაცნობას, მაგრამ მაშინაც თავი შევიკავე. რადგან პოეტმა ლექსი პირადად მომიძღვნა, ვიფიქრე, ვინმემ პათეტიკურობად არ მონათლოს მეთქი, მაგრამ ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია…”-ს ავტორის ცხოვრება, მოღვაწეობა ხალხს ეკუთვნის, ამიტომ, ეს ერთსტროფიანი ლექსიც ისტორიის საკუთრება უნდა გახდეს.
წლების წინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბატონი ჯანსუღი ჩემს წინ იჯდა. ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო და თუ არ მეშლება, შეხვედრა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. პოეტს ხელში ფურცლები და კალამი ეჭირა და გამალებით წერდა. უცებ მომიბრუნდა და მკითხა, ,,ნელი, შენ ვარდიაშვილი ხარ, ხომ?” ,,-დიახ, ბატონო ჯანსუღ” _ ვუპასუხე გაკვირვებულმა. ვერ მივხვდი, რამ გაახსენა ფურცლებში თავჩარგულ პოეტს ჩემი გვარი. რამდენიმე წუთში კი რვეულის ფურცელი მომაწოდა, რომელზეც ძალიან ოპტიმისტური სიტყვები ეწერა. უზომოდ გამიხარდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ბატონმა ჯანსუღმა ლექსი მომიძღვნა, თუმცა ცოტა გულიც დამწყდა, რადგან მიშას ,,ვარდების ქვეყნის” შეცვლას მე ვერ მოვახერხებდი…
იმ დროს ,,ალია ჰოლდინგი”-ში ვმუშაობდი ჟურნალისტად და თამამად შემიძლია განვაცხადო, სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში თითოეულ იქ მომუშავე ჟურნალისტს ლომის წვლილი აქვს ჩადებული. ვისაც არ სჯერა, გადაშალოს გაზეთი ,,ალია”-სა და ,,კვირის ქრონიკა” -ს ნომრები 2006-7 წლიდან და დარწმუნდება, რომ სიმართლეს ვამბობ.
ახლა კი, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ყველასთვის უცნობი სტრიქონები:
.
.
ნელი ვარდიაშვილი