ჯანდაცვა

,,ჯანდაცვის ცხელის ხაზი გახდეს უფასო, მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგდეს პირბადეები და იმუნოსტიმულატორები…”

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ბიოლოგიის მაგისტრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ხელისუფლება კორონვირუსის გავრცელების პრევენციის მხრივ დანაშაულებრივ გულგრილობაში და კორუფციული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ეტაპზე ავლენს სულ მცირე, დანაშაულებრივ გულდრილობასა და დაგვიანებულ რეაქციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიების გატარებისას.

,,ასე იყო ჩინეთისა და ირანის შემთხვევაშიც, როცა მიუხედავად ჩვენი, „ლეიბორისტების“ დაჟინებული მოწოდებისა, აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე კვირის დაგვიანებით განხორციელდა. ახლა, როცა უკვე იტალიიდან დაბრუნებულ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება, ხელისუფლება მაინც დაჟინებით არ წყვეტს საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყანასთან, რომელიც დაავადებულთა სტატისტიკის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოში ! ასევე, აღმაშფოთებელია ის ქაოტური მდგომარეობა, რომელიც სუფევს მონოპოლისტურ (ოლიგოპოლისტურ) სააფთიაქო ბაზარზე ! ასევე, რთულია ვითარება კლინიკებში, მათ შორის კარანტილური დაწესებულებების უმრავლესობაში და ქვეყნის საზღვრებზე. ყოველივედან გამომდინარე ჩვენ მოვითხოვთ:

1. დაუყონებლივ აიკრძალოს ყველა სახის, მათ შორის საჰაერო მიმოსვლა იტალიასთან !

2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობას საბიუჯეტო სახსრებით უსასყიდლოდ მიეწოდოს ანტისეპტიკური საშუალებები, პირბადეები და იმუნოსტიმულატორები !

3. კორონავირუსის გავრცელების რისკის აღმოფხვრამდე, მთავრობის დადგენილებით ფარმაცევტულ ბაზარზე განსაზღვრულ იქნას ზღვრული და ხელიმისაწვდომი ფასები სათანადო მედიკამენტებსა და საშუალებებზე !

4. გამოცხადდეს არდადეგები საბავშო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში !

5. გამკაცრდეს სასაზღვრო კონტროლი და სამედიცინო შემოწმებას დაექვემდებაროს ყველა მოქალაქე !

6. ყველა სამედიცინო დაწესებულება და სასწრაფო დახმარების პერსონალი აღიჭურვოს სათანადო საშუალებებითა და მათ წარმომადგენლებს ჩაუტარდეთ სათანადო ინსტრუქტაჟი !

7. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელის ხაზი გახდეს უფასო !

Related Articles

Back to top button
Close