ჯანდაცვა

,,ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელში ეს მოხუცი შემზარავი გლოვით ითხოვდა სოციალური ქულის აღდგენას”

,,ეს ფოტო გადაღებულია დილის საათებში, ჯანდაცვის სამინისტროს მისაღებში.

მოხუცი შემზარავი გლოვით ითხოვდა სოციალური ქულის აღდგენას. ის ამ მისაღებში მკაცრ სიცივეს წააწყდა, რის გამოც ჩვენ იძულებულნი გავხდით საჯაროდ, ღიად დაგვეცვა მოხუცის უფლებები და კიდეც იმ დროისთვის სამართლებრივად, როგორც იყო საჭირო, მოვუმზადეთ საქმისთვის საჭირო განცხადება.
მოხუცი გახლდათ მარტოხელა, მას გაზრდილი ჰყავს ძმის წული, რომელიც უცხოეთში სიმსივნეს ებრძვის. ძმისშვილს საქართველოდან წასასვლელად გამზრდელის ქონების გაყიდვა მოუწია. მცირე თანხით მოხუცისთვის დანგრეული ბინა იქნა შეძენილი. ბუნებრივია ოპერაციებს გადაკიდებული ძმისშვილი გამზრდელ მამიდას ვერ პატრონობს!
. როგორც გავარკვიეთ მოხუცს 60 ლარიანი დახმარება ჰქონდა დანიშნული და ის მოუხსნეს ხელახალი გადამოწმების შედეგად.
ცნობისთვის: მოხუცი სამართლის საძიებლად თერჯოლიდან დედაქალაქს ეწვია!” _ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია საუდაკი საკუთარ ფეისბუქგვერდზე და ფოტოსაც აქვეყნებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close