სამართალი და კრიმინალი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს. დაკავებულის ადვოკატის ანა შეშელაშვილის თქმით, ოჯახმა ადვოკატი შეცვალა. ინფორმაციას 1tvავრცელებს.

„დაკავებულის ოჯახმა ადვოკატი შეცვალა. დავუკავშირდი გამომძიებელს, რომელმაც მითხრა, რომ უკვე სხვა, შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი ჩაერთო საქმეში და მასთან ერთად წავუყენეთ ბრალიო“,- განაცხადა შეშელაშვილმა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close