კატეგორიის გარეშე

ხვალიდან ჯარში ტრანსგენდერებს დაუბრკოლებლად მიიღებენ

მიუხედავად დონალდ ტრამპთან უთანხმოებისა, 2018 წლის 1 იანვრიდან პენტაგონი აშშ-ის არმიაში ტრანსგენდერი სამხედრო პირების მიღებას დაიწყებს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

26 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ღია ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურში დაქირავებას კრძალავს.

ამ დოკუმენტით გაუქმდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელმაც 2011 წელს ტრანსგენდერებს ამერიკის ჯარში მსახურების ნება დართო. მემორანდუმში ნათქვამი იყო, რომ ბარაკ ობამას ბრძანების მოქმედება უქმდება იმ დრომდე, ვიდრე აშშ-ის თავდაცვის და უსაფრთხოების მინისტრები არ წარმოადგენენ დამაჯერებელ საპირისპირო არგუმენტებს.

ტრამპის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. გავლენიანმა სამოქალაქო თავისუფლების ამერიკულმა კავშირმა კი თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

შედეგად ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ უფლებადამცვლების მხარე დაიჭირა და ტრანსგენდერებს ჯარში მსახურების უფლება დაამტკიცა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცახდა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

სხვადასხვა მონაცემებით, აშშ-ის არმიაში უკვე მსახურობს 1300-დან 6000-მდე ტრანსგენდერი ჯარისკაცი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close