სამართალი და კრიმინალი
ჭალადიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა
სენაკი-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავტოავარიას შედეგად ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა და სამი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მიხეილ ძიძიგური