საზოგადოება

,,წინ ყველაზე რთული ზამთარი გველის… ახლა არაა გართობის დრო, ახლა მობილიზაციის დროა!”

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

_ არ მიყვარს უიმედობა, არა! გამოსავალი ყოველთვის არსებობს!
მაგრამ!!!!
უნდა გავითავისოთ, რომ არაა ძველი დრო და გასაქცევიც აღარ არსებობს!
ყველა ქვეყანა საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტა, ყველას თავის გასჭირვებია, აშშ-ში სართოდ სამოქალაქო ომია, 4 ნოემბრიდან მსოფლიოში ახალი წესრიგი დამყარდება!
ან ვაქცინაციის მამის-ბილის პროტეჟეები ან ტრამპი! ამ უკანასკნელთან ჩვენ ვერ დავლაგდით, მეტიც, ვეწინააღმდეგებით და მხარს არ ვუჭერთ მის ბრძოლას ჯანმოსთან. ჯიუტად მივყვებით დისკრედიტირებული ორგანიზაციის პროტოკოლს.
გახსოვდეთ: ქვეყანა ერთნაირად ჩაიკეტა მდიდარი და ღარიბისთვის, “ამისტისთვის” და “იმისტისთვის”, წინ ყველაზე რთული ზამთარი გველის, ბოლო წლების ისტორიაში….
ახლა არაა გართობის დრო,
ახლა მობილიზაციის დროა! მძიმე, ფსიქიურად დაზიანებული ენერგეტიკული ველის აღდგენის დროა, სანამ არ მივიღეთ ტოტალური ფსიქოზი…
ბეღელის ავსების დროა, სანამ კიდევ მსხმოიარეა ხეები!
წყალს უნდა გაფრთხილება-ეს ჩვენი სიცოცხლის წყაროა!
ფოლადის წრთობის დროა…
ჩვენი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს!
სამწუხაროა, რომ არჩევნების გადატანა არ მოხდა ნოემბრისთვის,რის საშუალებასაც “საგანგებო მდგომარეობის” კანონი იძლეოდა, მაშინ უფრო ნათელი იქნებოდა სურათი, როგორ ვლაგდებით სტრატეგიულ პარტნიორთან.
ან ვლაგდებით კი?
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ხაზი ზედ საქართველოზე გადის და არ ჩანს პოლიტკორექტული იდეოლოგია, როგორ არ ვაწყენინოთ მტრად წაკიდებულ მეზობლებს და ამავე დროს, თავად არ გავეხვათ შარში, რომელიც არც თუ შორია…
და კიდევ!
ჩვენ არ დავკეტეთ ეკლესიის კარი, ღია კარში კი ყოველთვის შემოვა სინათლე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close