ეკონომიკა

,,წინააღმდეგი ვარ ყველა ინვესტორის, თურქი იქნება ის, ტაილანდელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ევროპელი, რომელიც…”

,,ეს არის ყოფილი პრემიერ მინისტრი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, რომელიც ასე ჩუმად გაურიგდა ერთ-ერთ კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა"

მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი ნამახვანჰესისი მშენებლობასთან დაკავშირებით.
,,პირველად ვაკეთებ კომენტარს ნამახვანთან დაკავშირებით, რადგან რიონის ხეობის მცველებმა აქციაზე განაცხადეს, რომ პოლიტიკური პარტიების ჩართვა მათ არ სურდათ,რაც ჩემი აზრით არის შეცდომა.
ეს პრობლემა ეხება ყველას.
იქ ირღვევა რიგითი ადამიანების უფლებები და მათ დასაცავად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფაქტების გამოვლენას.
ქვეყანას სჭირდება ინვესტიცია! საქართველოს რომელსაც აქვს ამდენი ჰიდრორესურსი, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის სიძლიერისათვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. მაგრამ ის მეთოდები , ის პოლიტიკა რომელსაც ხელისუფლება ატარებს ენერგო პოლიტიკის მიმართულებით, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
გავიხსენოთ პანკისის მოვლენები,როდესაც ძალით სურდათ ჰიდროელექტროსადგურის აშენება. გავიხსენოთ სოფელი წაბლანა, აჭარა ჰესი,სადაც არასწორი და საბჭოთა სტანდარტებით ააშენეს გვირაბი, რომელმაც გამოიწვია მთელი ამ სოფლის წითელ ზონად გამოცხადება. 250 ოჯახი დღეს, პრაქტიკულად იქიდან აყრილია და წაბლანა გადაიქცა მეწყერ საშიშ ზონად.
რა ხდება ნამახვანჰესთან დაკავშირებით?!
ეს ის მთავრობაა, რომელმაც ას ოცდაერთ ლარად, ჩუმად, პირდაპირი მიყიდვის წესით,ყოველგვარი წინასწარი დისკუსიისა და საერთაშორისო სტანდარტის გარეშე დაიწყო ეს პროექტი!
არ გაითვალისწინა მოსახლეობის აზრი, კარგად არ აუხსნა, ყველა კითხვას პასუხი არ გასცა, დიალოგში არ შევიდა და ას ოცდაერთ ლარად მიყიდა ამხელა ტერიტორია.
ეს ის მთავრობაა, რომელმაც ამავე დროს გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს არის ყოფილი პრემიერ მინისტრი – გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, რომელიც ასე ჩუმად გაურიგდა ერთ-ერთ კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა.
ჩვენს მოქალაქეებს ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს.
უამრავი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ეს მთავრობა არავის არ ელაპარაკება, ეს მთავრობა მონოპოლიზირებულია.
კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველა ინვესტორის, თურქი იქნება ის, ტაილანდელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ევროპელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტანდარტებს და ინტერესებს არ დაიცავს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close