საზოგადოება
წალენჯიხის ბამბის ქარხანაში გასაყიდად გამზადებული ნედლეული მთლიანად დაიწვა

წალენჯიხაში, ბამბის გადამამუშავებელ ქარხანაში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 3 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ცეცხლი 300 კვადრატული მეტრ ფართობს მოედო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება ქონების დაზიანებით მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.
მეხანძრეებმა შენობა გადაარჩინეს, თუმცა მთლიანად არის დამწვარი ბამბა და გასაყიდი ნედლეული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.