საზოგადოება
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას თქმით, საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული.
მეხანძრეებმა შენობის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა საწყობში არსებული ბამბა სრულად დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.