კატეგორიის გარეშე

„ძმის სიკვდილთან ოჯახის დანგრევა არაფერია“

ელენე ფოჩხუა: „ზოგჯერ მიკვირს, ეს როგორ გადავლახე“

მომღერალ ელენე ფოჩხუას რთული პერიოდების გავლა მოუხდა. ჯერ ძმა, რეჟისორი გიორგი ფოჩხუა მოუკლეს, შემდეგ ოჯახი დაენგრა. ამ სიძნელეებზე ის „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:

.

-იმხელა განსაცდელი გამოვიარე, მასთან შედარებით განქორწინება და ოჯახის დანგრევა არაფერია – ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ძმა მომიკლეს! გიორგის ამქვეყნიდან წასვლა იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა! ჩემი ძმის გარდაცვალება ისეთი ტკივილია, რომელსაც ვერაფერს შევადარებ! ამ ტკივილს ვერ იშორებ, ის ყველგან თან დაგდევს, მოუშორებლად… მეც ასე ვარ: დილაა, შუადღე თუ საღამო, ეს ტკივილი სულ თან დამყვება. თუ რაღაც მაწუხებს ან რაიმე მიჭირს, სულ მას ვესაუბრები, ყველაფერს ჩემს ძმას ვუზიარებ.

იმ დროს სიმღერა კი არა, ლაპარაკიც მიჭირდა, მაგრამ თავს შემოვუძახე და ვუთხარი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა! ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სიმღერა კი არა, ენაც ხელახლა ამოვიდგი. ამხელა გაჭირვების შემდეგ სულ სხვანაირი ხდები, განსაცდელი სხვაგვარად გაწრთობს და გაძლიერებს. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, რომ ეს მდგომარეობა გადავლახე!

„კვირის პალიტრა“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close