კატეგორიის გარეშე

,,ძაღლურად მოექცეოდნენ ამ ოჯახს გამგეობაში, სოციალურ სამსახურში, რაღაცას მიუგდებდნენ და მერე ათასგზის დააყვედრიდნენ-“მიდი ქალო, ხომ დაგეხმარეთ უკვე”

,,არის რაღაც , რასაც გვერდს ვერ აუვლი. სრულიად მოდელირებულად შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ძაღლურად მოექცეოდნენ ამ ოჯახს გამგეობაში, სოციალურ სამსახურში, რაღაცას მიუგდებდნენ და მერე ათასგზის დააყვედრიდნენ-“მიდი ქალო, ხომ დაგეხმარეთ უკვე”. ერს რა გაამრავლებს? -ამ ერთ თვეში გაწყდა უკვე 100-ზე მეტი ადამიანი, ვისაც სამომავლოდ შვილები უნდა ემრავლებინათ. თუ ეს კაცობრიობის ყველაზე დიდი მიზანტროპი -პუტინი-ასე გიყვართ, იმაში მაინც მიბაძეთ, რომ “დედის პროგრამით” მესამე შვილის მერე 10 000$ უხდის დედას, რომ თავშესაფარი და საკვები მაინც ქონდეთ. თუ გაეროს ადამიანის უფლებების დეკლარაციის 25 მუხლსაც არ ცნობთ, ? რომლის მიხედვითაც, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ქონდეს ისეთ ცხოვრების დონე კვებით, ჩასაცმლით, საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით და სოციალური მომსახურებით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ექიმი ლექსო კეზევაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში – ხანძრის შედეგად დაიღუპა დედა და 4 შვილი, ასევე ოჯახის მეზობელი ქალბატონი. ხანძარის შედეგად დაღუპული ნარგიზა გველესიანის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. ამ კადრების ეთერში გასვლის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close