საზოგადოება

,,ცოცხალი რომ ვარ, ორი მამაოსა და ერთი პოლიციელის დამსახურებაა”

,,50-ზე მეტი ადამიანი როცა გიმეტებს სასიკვდილოდ, ტკივილის გარდა ვერაფერს გრძნობ"

ეს ფოტო ახლა ვნახე, აქ ჩანს რეალურად ვინ მიცავდა და ვინ მისწორდებოდა ფიზიკურად. ორი სასულიერო პირი და პოლიციელი Ramaz Chochishvili იყვნენ გადაფარებული ჩემზე. თუმცა ხედავთ, რამდენია იმ “ადამიანის” რაოდენობა, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, მოვეკალი. ბუნებრივია, რთული იყო ამ ვითარებაში ჩემი დაცვა, მაინც ახერხებდნენ ჩემზე ძალადობას, მაგრამ ცოცხალი რომ ვარ ამ სამი ადამიანის დამსახურებაა. ეს ყველაფერი ქაშუეთის დაბლა ხდება, პარლამენტის კიბეებიდან ამ ადგილამდე ყველაზე რთული გზა გამოვიარე, წიხლებით, მუშტებით, ხელკეტებით, ჯოხებით, ყველაფერს მირტყამდნენ რაც ხელში მოხვდებოდათ.
ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, სითბოსთვის. დამიჯერეთ, ბევრად მეტნი ხართ ვიდრე ეს მოძალადე ადამიანები. ❤️
Tato Kuchava ეს ფოტო რომ არა, არც მეცოდინებოდა, რომ იქ იყავი და მიცავდი. მადლობა ??
აქვე დავამატებ, სხვადასხვა ჯგუფში წავიკითზე ჩემზე კომენტარი, რატომ არ ამბობს მამაომ რომ დაიცვაო. დამიჯერეთ, 50 ზე მეტი ადამიანი როცა გიმეტებს სასიკვდილოდ, ტკივილის გარდა ვერაფერს გრძნობ. არც მადლობის გადახდა მიჭირს ვინმესთვის, აუცილებლად ვნახავ თითოეულ ადამიანს, ვინც დამიცვა და პირადად გადავუხდი მადლობას. ამ ორი დღის შემდეგ პირველად შევძელი, რომ მეყურებინა ყველა ვიდეოსთვის, სადაც ჩემზე ძალადობა ჩანს და ამიტომაც დავაგვიანე მადლობის გადახდა. _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რატი წვერავა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close