სხვა
„ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის“
ნინი შერმადინი საზოგადოებას სამსახურის პოვნაში დახმარებას სთხოვს
მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
.
„გამარჯობა, მეგობრებო, ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა და ამ სიმართლეს ვერ გავურბივარ.
როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა, ვერ გავიკეთე ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ, არ მემღერება ბევრი მიზეზის გამო. ამ მომღერლობითაც ბევრს ვერაფერს მივაღწიე, ასე რომ, მეგობრებო, ვეძებ სტაბილურ სამსახურს, ვიცი 4 ენა: ინგლისური, რუსული, ბერძნული და ქართული. მაქვს საბანკო გამოცდილება, customer service უმაღლეს დონეზე. თუ ვინმეს გაქვთ ვაკანსია ან იდეა, სად შეიძლება გამოგადგეთ, მომწერეთ. მადლობა წინასწარ”, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.