საზოგადოება
,,ციხის კადრების გამოქვეყნების მერე, ეტყობა, ჯერ მის ავთენტურობას დაელოდეთ და მერე აღშფოდღით”
,,ასე იყო, ოცნების გამპრავებლებო?"
ეს “ოცნების” გამპრავებლები რავა 2012 წლამდელი ნაცებივით გველაპარაკებით – ჯერ დაელოდეთ დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა და მერე აღშფოდითო.
თქვენ ეტყობა ციხის კადრების გამოქვეყნების მერე ჯერ ამ კადრების ავთენტურობას დაელოდეთ და მერე აღშფოდღით. ასე იყო? ( სხვათა შორის, ნაცები დღემდე ამტკიცებენ, რომ ის კადრები დადგმულია და განა, ეს ნიშნავს, რომ ციხეში არაფერი ხდებოდა?)
გაყალბება თუ გინდა, ვიდეოსიც შეიძლება და აუდიოსიც, მაგრამ მაშინაც გვქონდა გონება და თუ ეს გონება დახშული არ გაქვს პროპაგანდით, ან რომელიმე პოლიტოკოსის სიყვარულით,.მარტივად შეგიძლია გაარჩიო, სადაა აღშფოთების საფუძველი და სად არა.
შეგახსნებთ, რომ აღშფოთების გამოსახატად გამოძიება არაა საჭირო. გამოძიება ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას და ციხეში ჩასმას ჭირდება.
ჩვენ აქ ჯერ არავის დაჭერას არ ვითხოვთ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ანუ გადადგომას ვითხოვთ. ამისთვის კი რაც მოვისმინეთ, სრულიად საკმარისია. ღარიბაშვილი მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე უნდა გადადგეს.
თქვენი ლოგიკით რომ გვეხელმძღვანელა, 2012 წლამდე ნაცების წინააღმდეგაც ხმა ვერ უნდა ამოგვეღო, რადგან ბევრ რამეზე გამოძიების მასალები და უტყუარი მტკკცებულებები არც მაშინ გვქონდა ხელთ.
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი