„ჩვენ შორის 27 წელია სხვაობა“
გია ფარადაშვილი: „მოგულავე პიროვნება ვიყავი და ირა რომ მოვიყვანე ცოლად, ვთქვი, არავის შევხედავ, მორჩა-მეთქი“

ილუზიონისტი გია ფარადაშვილი და მისი მეუღლე, ირინა, საქმეშიც პარტნიორები არიან. ირინა ქმარს სცენაზე ასისტენტობას უწევს. ერთმანეთიც სცენაზე გაიცნეს. მაშინ ირინა ასაკით ძალიან პატარა იყო.
.
წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობაზე გია და ირინა ფარადაშვილებმა „პრაიმ შოუში“ ისაუბრეს:
-ჩვენ შორის 27 წელია სხვაობა, მაგრამ წლებს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა… მე ჩემს წლებს არ ვუყურებ, 67 წლის ვხდები და ახლაც შემიძლია ავდგე და ვიფრინო… ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მსახიობი ვიყავი 70-იან წლებში. სცენაზე რომ გამოვდიოდი, ყვავილების კონა მელაგა ხოლმე… 2003 წელს „მის მსოფლიო ფოტომოდელის“ კონკურსზე მეორე ადგილი აიღო. გვიყვარს ერთმანეთი ძალიან მაგრად. მე ფიცი ჩემს გულში დავდე… მოგულავე პიროვნება ვიყავი და ირა რომ მოვიყვანე ცოლად, ვთქვი, არავის შევხედავ, მორჩა-მეთქი. ყველაფერი წაიშალა ჩემს გულში, – ამბობს ილუზიონისტი.
-მთავარია, არავის უსმინო, არავის ფიქრზე იყო დამოკიდებული. უნდა მოიქცე ისე, როგორც შენს გულს უნდა. გია არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ასაკი არ აქვს. ყოველთვის სიმპათიურია, მოვლილი, – ამბობს ირინა ფარადაშვილი.
წყვილს ორი შვილი ჰყავს.