საზოგადოება

,,ჩვენ გვჭირდება დიდი ერთობა, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო” _ მილოცვა

„ქართული ერთობის დარბაზი, „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“, საქართველოს მშვიდობის  ფონდი“ , „მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის“  და საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი, ლევილის ქართველთა მამულიდან ულოცავს სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოლოცვის ტექტში ნათქვამია:

„ჩვენ ვულოცავთ, სრულიად საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს შვილებსა და მეგობრებს, დამოუკიდებლობის 101 წლისთავს.

დღეს, დღესვანდელ ვითარებაში გამოკვეთილად ვამბობთ. ჩვენ  გვჭირდება  საქართველოს ისტორიის  მეცნიერული გაანალიზება. დავით აღმაშენებლის, საქართველოს დიდ მეფეთა და დედოფალთა, ჩვენი დიდ წინაპართა დიპლომატია, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო – საქართველო. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქართველში – ქართველი, ოსში – ოსი და აფხაზში – აფხაზი. ჩვენ გვჭირდება დიდი ერთობა, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო.

მუდამ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ: არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაცია და  მშვიდი, მეცნიერული დიალოგი ქვეყნის მომავლისთვის არის ერთადერთი გზა ცივილიზებული და წარმატებული სახელმწიფოსკენ!

პროექტ „გზა ცივილიზებული სახელწიფოსკენ“

პრეს-ცენტრი

26.05.2019წ

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close