საზოგადოება

,,ჩვენი ურთიერთგაუტანლობით კარგად ისარგებლებენ ახალი, ჰალსტუხიანი აღა-მაჰმად ხანები”

,,222 წლის წინ,1795 წლის 11(24) სექტემბერს კრწანისის ველზე ჩვენი შუღლით, ურთიერთგაუტანლობით დავმარცხდით აღა-მაჰმად ხანთან ბრძოლაში, 75 წლის მოხუცი მეფე ერეკლე მეორე ბრძოლის ველიდან მისმა ერთგულმა ადამიანებმა გამოიყვანეს და მთიულეთში გადაიყვანეს.
მტერი ორი კვირის განმავლობაში არბევდა თბილისს და მის შემოგარენს. ამ უბედურებას ეპიდემიაც დაერთო…
1803 წლის აღწერით თბილისის მოსახლეობა ასე გამოიყურება: 3% ქართველი,97% არაქართველი…
ნუთუ ამის გახსენება მარტო ისტორიისათვის არის საჭირო? გადახედეთ ჩვენს ყოველდღიურობას, ლამის გლადიატორებს დავემსგავსეთ, გონს მოვეგოთ, ახლა ჩვენი ურთიერთგაუტანლობით უფრო კარგად ისარგებლებენ ახალი, ჰალსტუხიანი აღა-მაჰმად ხანები და ჩვენი უთავბოლობით, შუღლით ბოლოს მოვუღებთ ჩვენს სამშობლოს…” – წერს ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close