,,ჩვენი საამაყო რაგბისტები ქუჩაში გაყარეს…” _ მათ არ უნდა შეეხოს ბინძური ხელი!
ჰენრი კუპრაშვილი _ გამოჩენილი ქართველი მოცურავე:
_ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სარაგბო კლუბ „არმიას” დაფინანსება შეუწყვიტეს (ამისათვის ფული არ ემეტებათ), 2011 წლის ქვეყნის ჩემპიონის და 2011-2012 წლების თასის მფლობელი გუნდის სულით და ხორცით ჯანსაღი ბიჭები, ჩვენი საამაყო რაგბისტები ქუჩაში გაყარეს…
ხელისუფლებისათვის (უკვე დეგრადირებული საზოგადოებისათვისაც) პრიორიტეტი არ არის ჯანსაღი თაობის აღზრდა,
ამ ხელისუფლების (პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო) უპირველესი საზრუნავია ნარკომანებისათვის სასათბურე პირობების შექმნა და აუზების, სპორტული დარბაზებისა და სტადიონების განადგურება… ეტყობა, ტკბობას განიცდიან გაპარტახებული სპორტკომპლექსებით (ლაგუნა ვერე, განთიადი…) და აწ უკვე ყოფილ სტადიონებსა და სკვერებში წამოჭიმული უსახო შენობებით…
P.S. ამ ნამუსახდილ, გაუპატიურებულ ქვეყანაში, ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის), რაგბისტი ასოცირდება ეროვნულ გმირთან, ერთადერთია, რომელიც თავდაუზოგავად, გმირულად იცავს ხოლმე საქართველოს ინტერესებს (თუნდაც რუსეთის უუუზარმაზარი დამპყრობელი იმპერია, რამდენჯერ დაუჩოქებია სპორტულ ასპარეზზე და ეს დაჩაჩანაკებული ხალხი მორალურად კვლავ ფეხზე წამოუყენებივართ). ჩვენთან სხვა ყველაფერი ხომ იყიდებაააა…
დღეს საქართველოში რაგბისტს არ უნდა შეეხოს ბინძური ხელი, არ შეიძლება რაგბისტზე შექმნილი დადებითი სტერეოტიპის მსხვრევა და დისკრედიტაცია…