პოლიტიკა
,,ჩემი ვაშინგტონში ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის”
,,სენატის შეიარაღების კომიტეტში ვიმსჯელეთ ურთულესი გეოპოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის გზებზე"
,,ვაშინგტონში ვიზიტის პირველი დღე უაღრესად საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. სენატორ ტედ კრუზის ჯგუფთან და სენატის შეიარაღების კომიტეტში ვიმსჯელეთ ურთულესი გეოპოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის გზებზე. ასევე უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა პოპულარულ კონგრესმენ მარიო დიაზ ბალარტთან შეხვედრა. ხვალ უფრო დატვირთული პროგრამაა. ცნობისათვის, ბიძინას რუსთავი ორმა და მთავარმა არხმა ანუ ნიკა გვარამიამ და მისმა პატრონებმა უარი თქვეს ვიზიტის გაშუქებაზე.
მოგვიწევს თქვენი ფეისბუქით ინფორმირება” _ წერს
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატებიდან.