პოლიტიკა
,,ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა, სავალდებულო კასტრაციით”

პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი:
_ მარტო განვლილ 2 წელიწადში დაფიქსირებულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 300 შემთხვევა. მხოლოდ ამ დღეებში თბილისში დაკავებულ დამნაშავეს დაუდგინდა არასრულსწლოვანთა გაუპატიურების 43 ეპიზოდი. აი, ამ ფონზე კატასტროფულია დასჯადი პრაქტიკა, ასეთ კრიმინალებს საპროცესო გარიგებებსაც კი უფორმებენ. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა სავალდებულო ქიმიური კასტრაციით. ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, პედოფილებზე, ჩვენი მომავლის მტრებზე, მიწა უნდა იწვებოდეს ფეხქვეშ და მე ამას გავაკეთებ. თუ არ იქნა დროულად ჩამკეტი გადამწყვეტი ზომები, ჩვენს მომავალ თაობას ემუქრება სერიოზული საფრთხე, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.