საზოგადოება

შსს “ქართულ მარშთან” დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი „ქართული მარშის“ დროს უსაფრთხოების ზომების დაცვაზე განცხადებას აკეთებს. როგორც ძალოვან უწყებაში განაცხადეს, მარშის დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული.

„პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

“ქართველთა მარში” დღეს საღამოს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება. აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, #24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20:00 საათზე დაიწყება და  მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close