ხელისუფლების სატელევიზო მღელვარებას იმის თაობაზე, რომ ვითომ შალვა ნათელაშვილი სოციალურ დაუცველებისთვის საარჩევნო ხმის უფლების ჩამრთმევას ითხოვს, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ბრიფინგით გამოეხმაურა.
შალვა ნათელაშვილი:
_ ოპოზიციიის პარლამენტში შესვლამ აზრი დაუკარგა ბოიკოტს. შექმნილ ვითარებაში ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა სოცქსელებში იმის თაობაზე შევიდეს, თუ არა ლეიბორისტული პარტია ამ ორგანიზებულ დამნაშავეთა სტრუქტურაში და ამხილოს იმ დანაშაულებრივ საქმეებში, რასაც ქვეყანას და ხალხს უკეთებენ. აღნიშნულმა გამოიწვია მმართველი ძალის გაცოფება და ჩართეს ყველა სამთავრობო არხი, ცილისწამების ნიაღვარით იმის თაობაზე, რომ მე და პარტია თურმე იმ ხალხის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვისი უფლებებისთვის, მათი სიღატაკიდან გამოსაყვანად 30 წელია ვიბრძვით და თვითონ, ვინც გაძარცვა ეს ქვეყანა ანაბრებიდან დაწყებული რესურსებით დაგვირგვინებული, ივანიშვილის თამადობით, ღარიბი და სოცდაუცველების დამცველები ყოფილან. მიზანი არის ერთადერთი: შემიწყვიტონ სადეპუტატო უფლება-მოსილება, რომელსაც არ წყვეტდნენ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩემი დაჟინებული თხოვნების მიუხედავად, რადგან ეგონათ რომ პარალმენტში შესვლაზე არ ვიფიქრებდით. ახლა შიშის ზარი დაეცათ, როცა წარმოიდგინეს, როგორ ვამხელ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან და წამოუდგენელი ფანტაზიები გაეხსნათ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოახდინონ ჩვენი დისკრედიტაცია ხალხში, რაც წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითარება ურთულესი და ფეთქებადსაშიშია. ახალი საპარლამენტო არჩევნები არის გარდაუვალი და ამისთვის ყველა საშუალებით გავაგრძელებთ ბრძოლას. ერთი რამ მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა: მიწის ზემოთ ვიქნებით, მიწის ქვემოთ, პარლამენტში, თუ პარალმენტს გარეთ აუცილებლად დავამთავრებთ მათ რეჟიმს და თვითონ საბრალდებო სკამზე დაჯდება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შემიწყევეტენ სადეპუტატო უფლებამოსილებას თუ არა, მე და პარტია ვიქნებით ის, რაც ვართ და ისევე ვაგრძელებთ ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც აქამდე ვაკეთებდით.