
ინგრედიენტები:
„300 გ შვრიის ფანტელი;
200-300 მლ ადუღებული წყალი;
1 დიდი ხახვი;
1/2 ჩ.კ. ხმელი ქინძი;
1 /2 ჩ.კ. უცხო სუნელი;
2 კბილი ნიორი;
ქინძი, ოხრახუში;
სვანური მარილი;
მარილი;
წითელი დაფქული წიწაკა;
2 ცალი კარტოფილი;
1 ცალი ბულგარული;
1 ცალი სტაფილო.
მომზადება:
შვრიის ფანტელს დავასხათ ადუღებული წყალი, მოვურიოთ და დავასვენოთ, რომ აფუვდეს.
ამასობაში ხახვი, ნიორი, მწვანილი, კარტოფილი, ბულგარული, სტაფილო დავაბლენდეროთ. შემდეგ შვრიას შევურიოთ დაბლენდერებული ბოსტნეული, ხახვი, დავაყაროთ საკმაზები.
ფორმის მიცემისას ხელი დაისველეთ. ფქვილის გამოყენება საჭირო არ არის, არც საფანელი. შებრაწეთ ზეთში. შევბრაწე ზეთში“, _ ეს რეცეპტი გამოქვეყნდა ფეისბუქგვერდზე „კულინარია“.
მასა რომ თხელი არ გამოვიდეს, შეგიძლიათ ბოსტნეული გახეხოთ, გაწუროთ და ისე შეურიოთ შვრიაში, ან მასას პური დაუმატოთ.
გემრიელად მიირთვით!