,,შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ, თბილისის გენგეგმის განხილვაზე მივეწვიე”

სალომე ზურაბიშვილი,პარლამენტის დეპუტატი:
ეს თქვენი და ჩემი გამოტოვება სამწუხაროა, მითუმეტეს, იმ დროს, როცა მთავარი დასაცავი გახლავთ თბილისის ისტორიული ცენტრი, მთავარი კითხვები ისმის მთაწმინდის დამახინჯების შესახებ და ქალაქის მთავარი ტურისტული ობიექტი სწორედ აქ არის… აქ გვჭირდება წითელი ხაზები, მკაცრი რეგულაციები და სწორი გენგეგმა, რომელიც წარმოადგენს არა პანაცეას, არამედ ჩარჩოს და სერიოზულ მიდგომის საწყისს, თუმცა უკვე დაგვიანებულ ნაბიჯს.
სამწუხაროა და დამაფიქრებელი!
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მსჯელობა უკვე საქართველოს პარლამენტში გრძელდება. თბილისის მერი კახა კალაძე თანაგუნდელებთან ერთად “ქართული ოცნების” დეპუტატებს შეხვდა.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ პარლამენტში დანიშნული შეხვედრა საკრებულოსა და პარლამენტის თბილისის მაჟორიტარების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრაში “ქართული ოცნების” არამაჟორიტარი დეპუტატებიც იღებდნენ მონაწილეობას.