საზოგადოება

შესაძლოა, ნათია თოდუა ევროვიზიაზე გერმანიის სახელით გამოვიდეს

გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ევროვიზიის კონკურსზე შესაძლოა, გერმანიის სახელით წარდგეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.

„რატომაც არა? ქართველი მომღერალი შეძლებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ხმების მიღებას“ – წერს Bild-ი.
გამოცემის ცნობით, მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილება.

შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების უმრავლესობა, 50,10% მოიპოვა და კონკურსი მოიგო.ნათია, იანვარში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გამართულ კონცერტებში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი, სტუდიაში სიმღერებზე მუშაობას გეგმავს

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close