მსოფლიო

შენ შეგიძლია წააგო, მაგრამ არასოდეს დანებდე – Adidas-ის კამპანია (ვიდეო)

Adidas-ის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ბრენდს მთელი თავისი ხიბლით წარმოადგენენ, სანაცვლოდ კი საჭირო დახმარებასა და მხარში დგომას იღებენ. კიდევ ერთი, ასეთი გამორჩეული ათლეტი ნიშაი ლუტრაა, 18 წლის მოციგურავე, რომელსაც მიუხედავად თავისი მცირე ასაკისა, საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი მედალი და წოდება აქვს მოპოვებული. Adidas-ისახალი კამპანიისა და სარეკლამო ვიდეორგოლ #FanTheFire-ის მთავარი გმირიც სწორედ ეს ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა. ემოციური რგოლის შექმნაზე კი სააგენტო Cheil Worldwide-მა იმუშავა და მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად ბევრს ნიშნავს ნებისმიერ წარმატებაში მშობლის მხარდაჭერა და გამხნევება, ზუსტად დედის თბილი წერილი ხდის ვიდეორგოლს კიდევ უფრო შთამბეჭდავს.

Marketer.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close