საინტერესო

,,შენ იმ სისხლის და გენის ხარ, ვისაც არაფრის ეშინია!”_ შალვა ნათელაშვილს მეუღლემ დაბადების დღე მიულოცა

,,დღეს შენთვის გათენდება, შენთვის გაბრწყინდება მზე!"

თენდება შენი 17 თებერვალი!
მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია, როგორც მუდამ, დღესაც მართალი, თამამი, მებრძოლი, პრინციპული, იდეალების მიმდევარი და დაუმორჩილებელი ადამიანების თავგანწირვით იწერება, მათი თავგანწირვით, ვინც პირადი კომფორტისთვის არ გაუჩუმდა უსამართლობას! ვინც მუდამ შეკაზმულ ცხენს არ გაჰყვა, არ მიატოვა მოყვასი, ვინც სხვისი შვილების კარგად ყოფნას ანაცვალა საკუთარი ოჯახის სიმშვიდე…
ასეთი ადამიანები იყვნენ და კიდევაც იქნებიან და საქართველოში. მათ უმრავლესობას საფლავსაც არ აღირსებენ ხოლმე, თუმცა უყვართ და ეთაყვანებიან.
ჩვენ ღმერთი დაგვიფარავს, რადგან ვუყვარვართ!
სხვაგვარად, უბრალოდ, არ შეიძლება!
ო როგორ მიყვარს ბობოქარი ადამიანები!
რას დაგაკლებს შენ ვირუსი თუ განსაცდელი? შენ იმ სისხლის და გენის ხარ, ვისაც არაფრის ეშინია! თავისუფლება მთებმა გასწავლეს!
ესეც გაივლის, ჩემო…
დღეს შენთვის გათენდება, შენთვის გაბრწყინდება მზე!
შენი დღე დგება! გ ი ლ ო ც ა ვ!” წერს ფბ საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის მეუღლე, პოეტი და მწერალი ბელა ალანია.
euronews.ge და qronika.ge ულოცავს ბატონ შალვას დაბადების დღეს. დიდხანს სიცოცხლეს, გამძლეობასა და წარმატებებს უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close