პოლიტიკა

,,შეიძლება, კვირიკაშვილს ,,საქმენი საგმირონი” ამოუქექონ და დაიჭირონ, შემდეგ კი მისი გუნდის წევრებს მისდგნენ”

,,ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდანა” გარიცხეს.
პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.41.ge პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში გიორგი კვირიკაშვილი აღარ ირიცხება. აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკური საბჭოს წევრად გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე აირჩიეს” _ ამ ინფორმაციას ავრცელებს ნიუპოსტი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მოსაზრებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ  თანამდებობებს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსებიც დატოვებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ყველა ის გუბერნატორი, რომელიც კვრიკაშვილის კადრად მოიაზრება უახლოეს დღეებში “საკუთარი სურვილით” თანამდებობას დატოვებს. გუბერნატორებთან ერთად თანამდებობები შესაძლოა დატოვონ მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა, რომლებიც კვირიკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობის დროს იქნენ დანიშნული.

ასევე არსებობს აზრი, რომ შეიძლება, კვირიკაშვილს ,,საქმენი საგმირონი” ამოუქექონ და დაიჭირონ, შემდეგ კი მისი გუნდის წევრებს მისდგნენ, რომლებიც საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტტებში მსუყედ არიან მიმოფანტულნი.

გიორგი კვირიკაშვილს ზოგი ყველაზე გაწონასწორებულ პრემიერ მინისტრად მიიჩნევს, ზოგიც ამბობს, მარიონეტი და სხვისი ბრძანებების შემსრულებელი იყო. ერთმა კაცმა აქცია მეფედ და ახლაც ის გაანადგურებსო. ვნახოთ, რა მოხდება. ერთი რამ კი ცხადია, მართლაც  ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close