,,შევძლება პაექრობას იმ ადამიანთან, ვინც შეეცდება დამტკიცებას, რომ ინფორმაცია მუზეუმების ძარცვაზე სიცრუეა”
ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:
_ მივდივარ ჩემი მტკიცებულებებით შეიარაღებული, რითაც საჭიროების შემთხვევაში, აკადემიკოსთანაც შევძლებ პაექრობას და ნებისმიერ იმ ადამიანთან, ვინც იმის მტკიცებას შეეცდება, რომ ინფორმაცია მუზეუმების ძარცვაზე, იქ გაჩენილ ხანძრებსა და წყალდიდობაზე სიცრუეა.
2018 წლის 6 თებერვალს 14 საათზე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში იმსჯელებენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, რომ ეს ის მუზეუმია, სადაც პარიზიდან ევქთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძური – ჯვარ-ხატები, სხვა საეკლესიო ნივთები და ოქროს, ვერცხლის ექპონატებია… განთავსებული.
.
.
სამშაბათს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორები არიან: მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისია (რომლის წევრიც გახლავართ), საქართველოს მთიანეთის პრობლემათა შემსწავლელი კომისია და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება.
ვიცი ის, რომ სამშაბათს დაგეგმილ ღონისძიებაზე მოწვეულია: ეროვნული მუზეუმის დირექცია, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტი, საპატრიარქო.