საზოგადოება

“შევჩერდით ერთ სახელზე… ისეთია, რომ თემოს უხდება”_პირველი ლედი თავის ორსულობაზე

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მალე მესამე შვილს, ვაჟს ელოდება. თემოს ძმა 2 თვეში დაიბადება. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სახელი უკვე შეარჩიეს, თუმცა სიურპრიზად ტოვებენ.

მაკა ჩიჩუამ, რომელიც ამჟამად პროექტ “ნიჭიერის” ჟიურის წევრია, ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა: 

– რას ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი, გიყურებთ? თქვენსავით კრიტიკულია შეფასებების დროს?
– ყველას შეფასება საინტერესოა, მით უფრო, გიორგი ჩემი მეუღლეა და ყველაზე მეტად მისი აზრი მაინტერესებს. შეიძლება საზოგადოებას, როგორც პრეზიდენტის აზრი, ისე აინტერესებს, მაგრამ მე მისი, როგორც ჩემი მეუღლის, აზრი მაინტერესებს.

გიორგი, რომ გითხრათ თავიდან ბოლომდე უყურებს-მეთქი, ასე არაა, რადგან ძალიან იღლება, არ აქვს ამის დრო. ინფორმაციასაც იღებს ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ მე რასაც ვეუბნები, ნახე, რა საინტერესო ნომერია-მეთქი, ფრაგმენტულად უყურებს, აფასებს და ამბობს, რომ ეს სეზონი გამორჩეულია.

– თქვენზე რას ამბობს?
– მე მოვწონვარ. არ არის ისეთი ტიპი, რომ მაინცდამაინც კომპლიმენტად მითხრას. გიორგის თავისებური სტილი აქვს ურთიერთობის, გულწრფელია, მაგრამ დისტანცია აქვს ყოველთვის ყველასთან. ამიტომ მჯერა, რასაც მეუბნება და ვითვალისწინებ.



– რამდენ წელს ითვლის თქვენი ქორწინება?

– ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ, ოფიციალურად 3 წელზე მეტია, მაგრამ 10 წელია ერთად ვცხოვრობთ.

– როდის ელოდებით ბავშვს?
– 2 თვეში ველოდებით ბიჭს.

– სახელი შერჩეული გაქვთ?
– კი, შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სიურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. ახლა იფიქრეთ რა შეიძლება, რა სახელი შევურჩიეთ.

– თქვენი ემოცია როგორია?
– თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა… 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.

– რა რეაქცია ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს?
– ძალიან გაუხარდა… ჩვენთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში სასურველია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close