საზოგადოება

შალვა რამიშვილი: ,,ბასიანმა” გაიჩალიჩა ის, რაც მის თავს დატრიალდა

შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:

_ კიდევ ერთხელ “ბასიანზე”!

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი შოუმენის, უცნობის ფანტასტიური აღზევება და საზარელი დაცემა ერთ საბედისწერო დღეს მოხდა – 2009 წლის 26 მაისს.
გია იყო, არის და იქნება შოუმენი, მაგრამ გარემოებათა გამო 2009 წლის გაზაფხულზე მოუწია ილია ჭავჭავაძეობა და პახოდუ ჩე გევარობა. უფრო სწორად კი არ მოუწია – მას ეს „დაავალეს“. ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ უცნობი მსხნელია, ის მზეჭაბუკივით დაერევა ნაცებს და დაამარცხებს ურჩხულ მიშას. რამდენადაა თავად გიას ბრალი რომ ასეთი ცრუ მოლოდინები შეიქმნა?! ეს ამ სტატუსის თემა არაა, სხვა დროს ვილაპარაკოთ.

ფაქტია, რომ უცნობმა ვერ მოახდინა რევოლუცია, რადგან ის შუოუმენი გახლდათ. ძალიან ნიჭიერი, ქარიზმატული … მაგრამ მხოლოდ შოუმენი. ამიტომ 100 000 კაციანმა თავყრილობამ როგორც ატარა მარადონასავით სტადიონზე, ისევე დასცა ძირს და წყველა-კრულვით აღავსო.
აი, ასე ხდება, როცა აჩენ არადექვატურ მოლოდინებს.

ახლა ამ მაგალითის ექტრაპოლირება მოვახდინოთ „ბასიანზე“.
„ბასიანიც“ კლუბია და მეტი არაფერი. ყველაზე კარგი კლუბი აღმოსავლეთ ევროპაში (მეიბი), მაგრამ მხოლოდ კლუბი.
როდესაც შსს კლუბში შეიჭრა (ჩემი აზრით ეს არ იყო მართებული) „ბასიანმა“ იმდენი შეძლო, რომ ახალ სოციალურ საპროტესტო მოძრაობას მისცა ბიძგი. მაგრამ ძალიან მალე ეს მოძრაობა ჰიპსტერთა ლაიფ სტაილის დაცვიდან სულ სხვა მიზნებზე გადაერთო და მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ელფერი შეიძინა. ეს არ მოეწონა „ბასიანის“ მფლობელებს და ისინიც პოლიტ- ანგაჟირებულ ტიპებს არ აყვნენ „რეჟიმ ჩეინჯის“ ნარატივში.

თუმცა დასალექი დალექა და ბევრ მოქალაქეში „ბასიანი“ პოზიციონირდა დღეს არსებული არ შევუშინდები ამ სიტყვას და პოლიტიკური სახელისუფლებო ტრენდების მეტოქედ.
არა და გავიმეორებ, რომ „ბასიანი“ კლუბია და სხვა არაფერი. თავისი ექსპანსიისთვის ის იბრძვის იმ „ლაიფ სტაილის“ გასაძლიერებლად, რომლის გარეშეც რეივ კლუბის არსებობა წარმოუდგენელია. ანტი ჰომოფობიური, ანტი ქსენოფობიური, „დრაგ ფრენდლი“ ნარატივები ბასიანისთვის ძალიან ორგანული და ადექვატურია. მაგრამ ისტერიული რუსოფობია – არა.

მესამეჯერ ვამბობ, რომ „ბასიანი“ მხოლოდ რეივ კლუბია. ის ვერ ეტყვის უარს კოლეგებს მოსკოვიდან ან სანქტ-პეტერბურგიდან მათ სცენებზე დაკვრაზე. მსოფლიო რეივ საზოგადოება ერთიანია. ის არ ეთამაშება პოლიტიკურ მეინსტრიმებს, არ მონაწილეობს პროსახელისუფლებო ნარატივებში. ასეთი რუსოფობია უბრალოდ ქაჯობაა რეივ სცენისთვის, მაგრამ ბასიანმა ხომ შექმნა ის შთაბეჭდილება, რომ „ქოცების მტერია“?! შეიძლება ნაჯას ან სხვა მფლობელების უნებურად, მაგრამ – შექმნა. შესაბამისად, სრულიად ადექვატური განზრახვა მიეღოთ მონაწილეობა მოსკოვის რეივ ფესტივალში ბევრი ადამიანისთვის ღალატად, „რუსეთის მონობად“, ამ ახალი ხელისუფლების რუსეთუმეური საქციელების გაგრძელებად იქნა აღქმული.

ცხადია, ჰიპსტერებს ამაში პოლიტიკურად ანგაჟირებული ის მასტებიც დაეხმარნენ, რომლებსაც კბილები უკაწკაწებდათ რომ „ბასიანი“ გაეტისკათ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰიპსტერა ბავშვებზე მხოლოდ მათ ჰქონდეთ გავლენა და არა პოლიტიკურად არაანგაჟირებულ „ბასიანს“.

ბასიანმა გაიჩალიჩა ის, რაც მის თავს დატრიალდა.
და ჩემთვის ძალზედ უცნაურია ის, თუ რატომ ვერ ხვდებიან ამას, რატომ კომპლექსდებიან ამ 300-400 კაცის ისტერიული პოსტების შეხედვარე. ან რატომ გააუქმეს მოსკოვის ვიზიტი ან თუ გააუქმეს იმ ყლინჯაფორა ბავშვებს რატომ ბლოკავენ რომელთა ბულინგისა შეეშინდათ?
როგორ შეიძლება, ამხელა კლუბი დაკომპლექსდე ფაისბუკ-ბულინგის გამო?
რატომ არ უნდა გეკიდოს რას წერს შენზე თუნდაც 1000 კაცი?
თავად ხო დარწმუნებული ხარ რომ მოსკოვში სწორად მიდოდი და ამით პუტინთან არ კოლაბორაციონისტობდი? მაშ რატომ იკუკავ? რისი გეშინია?

თუმცა ეს უკვე რიტორიკული შეკითხვებია.
მთავარი კი შემდეგი რამ გახლავთ:
არ უნდა მოიგონო საკუთარი ამპლუა!
უნდა ზუსტად განსაზღვრო რა გინდა, ვინ ხარ და ისე იმოქმედო!
და თუ დარწმუნებული ხარ შენს ქმედებებში ამ ახლადგამომცხვარ ურაპატრიოტულ რუსოფობიურ ინკვიზიციას არ უნდა დაუწვე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close