შალვა ნათელაშვილი: ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ გავათავისუფლოთ ხალხი საბანკო მძევლობისგან და ტყვეობისგან, რომლის ავტორი და ინიციატორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. თუ ბანკები არ გადაიქცა ეკონომიკის, ბიზნესის, ხალხის კეთილდღეობის წყაროდ, დარჩებიან დამსჯელ ბერკეტად, 25-30-100-300 პროცენტიანი განაკვეთებით და ამ ყველაფერს კურირებას უწევს ივანიშვილის საბანკო კამარელია. ბანკებს მოსახლეობის უმეტესობა დაყადაღებული ყავთ. მსგავსი დედამიწის არცერთ კუთხეში არ ხდება. ასეთი საბანკო პროცენტი არსად არაა. არსად არ ხდება, რომ საბანკო სისტემები იმავდროულად ფლობდნენ საწარმოებს და სტრატეგიულ ობიექტებს;

მაგალითად, საქართველოს ბანკის საკუთრებაა თბილწყალკანალი, ლიბერთის _ მეტალურგიული ქარხანა… და ამ ყაჩაღების სათავეში დგას ბანკი ,,ქართუს“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ ადამიანები ნაგვის ურნებში იქექებოდნენ და ამ დროს საქართველოს ხელმძღვანელს, გილაურს 5 მლნ აქვს ხელფასი, თიბისი ბანკის ხელმძღვანელ ბუცხრიკიძეს _ 4 მლნ, ხოლო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიკორიას 3,5, მლნ.

უკვე დაკარგა სახლები, უამრავი ბიზნესია დაყადაღებულ- დაკაბალებული ბანკის ვალების გამო და ეს მთელ საქართველოს მოსახლეობას ბანკების 19 მილიარდი ვალი აქვთ, 200 ათასი ოჯახი გამოსახლებას ელოდება.

სააკაშვილი პოლიტიკოსია და ის ეძებს მასობრივი მხადაწერისთვის შესაბამის თემებს. რაც შეეხება ამ ბოროტ მმართველს, გაიხსენეთ რა იყო წინასაარჩევნოდ მისი დაპირებები: უფასო ფული, დაბალი პროცენტი და ბანკების გახალხოება. სინამდვილეში კი ბანკების საკონცენტრაციო ბანაკი მოგვიწყო და ყველანი ბანკების მძევლებდ გვაქცია. ორივეს მიმრათებაში შემიძლია ვთქვას ერთდერთი, ბიბლიური ჭეშმარიტყება:

არ დაუჯეროთ ოდეს მგლების მოგევლინონ ცხვრის ტყავში. ახლა კარგად იცის ოლიგარქმა, რომ ძალაუფლებას კარგავს და მისი ყველაზე ახლობელი, მისი შვილის ძმაკაცი აალაპარაკა ბანკების თემაზე. ბახტაძე იყო რკინიგზის შეფი დანიშნული ივანიშვილის ოჯახიდან დუტასთან ძმაკაცობის გამო, ისევ როგორც უწინ ყაჩაღი ფარცხალაძე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, ბერას ძმაკაცობის გამო და ივანიშვილთან რკინიგზიდან 1 მილიონი დოლარი მოჰქონდა. ეს რკინიგზის ყაჩაღი ახლა ცდილობს ხალხს თავი დაამახსოვროს ბანკების გმობით. საბანკო ელიტა ცდილობს კვლავაც მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, იმიტომ, რომ იციან, ელოდებათ სახალხო რისხვა.

საქართველოს გამარჯვება, გათავისუფლება დამოკიდებულია საბანკო მაფიის დამარცხებაზე, ივანიშვილის მეთაურობით და ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ. ყველას აქვს თავისი დიდგორი მოსაგები და ჩვენი დიდგორი არის საბანკო მაფიის დამარცხება, მისი ყაჩაღი ხელმძღვანელის ივანიშვლის მეთაურობით.

კომენტარები