საზოგადოება
შალვა ნათელაშვილი: უკვე ვაცნობე ამერიკის კონგრესს ,,იბერია”-ს წინააღმდეგ განხორციელებული შეტევის შესახებ
ტელეკომპანია ,,იბერია’-ს სოლიდარობა გამოუცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ამერიკაში მყოფმა შალვა ნათელაშვილმა.
,,მე უკვე ვაცნობე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს ტელეკომპანია იბერიის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმიდან განხორციელებული შეტევის შესახებ. ეს რომ მოხდებოდა პირადად საჯაროდ განვუცხადე ადრე ამ კომპანიის მესვეურებს. ვუცხადებ სრულ სოლიდარობას ტელეკომპანიასა და ჟურნალისტებს.