საზოგადოება

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონია

რომში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პარამოფარიკავეთა შორის, ოქროს მედლის მფლობელი, ირმა ხეცურიანი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფურ ეტაპზე, ბერძენი, იტალიელი, ფრანგი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა.

ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, ირმას მოწინააღმდეგე პოლონელი პაჩეკი გახლდათ, რომელსაც 15-6 მოუგო. ნახევარფინალში, ხეცურიანმა კიდევ ერთ პოლონელს, ინა ჰარეზას 15-10 აჯობა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი, ანალოგიური ანგარიშით ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა და ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

დღეს, მედლები რაპირით ასპარეზობაში გათამაშდება, სადაც „ბ“ კატეგორიაში, ხეცურიანიც გამოვა. „ა“ კატეგორიაში კი მედლისთვის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close