პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: მოვითხოვთ უფასო სარეკლამო სივრცის დაუყოვნებლივ გახსნას

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი:

_ ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი აგრძელებს საარჩევნო სივრცის უზურპაციას ფრონტალური გაყალბებისათვის. ნაცვლად იმისა, რომ უფასო რეკლამის გაშვება საპრეზიდენტო კანდიდატებისა დაწყებული აგიტაცია-პროპაგანდის გახსნის დღიდან ანუ 29 აგვისტოს მაინც დაწყებულიყო, იგი ივანიშვილის კარის ფინიამ, მილიონერმა კახა ბექაურმა, რომელსაც ჩაბარებული აქვს რეგულირების ეს სფერო გადადო გაურკვეველი ვადით.

მოვითხოვთ უფასო სარეკლამო სივრცის დაუყოვნებლივ გახსნას, ხოლო ყველა ქვეყნის მთავრობას, სადაც დავანებულია ივანიშვილის მილიარდები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გაყინონ ეს ანგარიშები, სანამ ეს კრიმინალი კვლავ მიითვისებდეს ხელისუფლებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close