პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: კონგრესმენებს გავაცანი ისტორიული და მიმდინარე ამაზრზენი ფაქტები

საქართველოს ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო მთავარი განსახილველი საკითხი ვაშინგტონში, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერისა და კონგრესმენების შეხვედრის დროს. შალვა ნათელაშვილმა კონგრესმენებს ინფორმაცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებითაც მიაწოდა. “კონგრესმენებს გავაცანი ისტორიული და მიმდინარე ამაზრზენი ფაქტები, ჩვენი ხალიხ მიმართ ჩადენილი დანაშაულებებისა, რასაც ბოლო 200 წელია რუსეთის იმპერია და ამჯერად პუტინის ხელისუფლება აკეთებს. ამერიკელ კანონმდებელთა პოზიცია არის ცალსახად უარყოფითი, როდესაც იხსენებენ, როგორ უარყო მთელი მსოფლიოს წინაშე მიცემული დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლაივანიშვილის რეჟიმმა და როგორ გაუსწორდა საკუთარ ხალხს ქუჩაში,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ნათელაშვილის განცხადებით, მსოფლიომ უნდა გაიგოს და აღიაროს ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ქართველი ერი იმყოფება.

აშ შტატებში შალვა ნათელაშვილი შეხვდა სენატორ ტედ კრუზის, კონგრესმენებს: ჩიპ როისის, მარკ გრინის, სტივ კინგის, ბენ კლაინის, ტროი ბალდერსონის, მარიო დიაზ – ბალარტის.

.

Related Articles

Back to top button
Close