საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: კომპანია ,,სოკარში” იწერება ალიევ-ივანიშვილის დანაშაულებრივი სქემები

შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მთელ მსოფლიოში მცირდება საწვავზე ფასები. ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც კატასტროფული გაძვირება ატარებს შეუქცევად ხასიათს. მარტო უკანასკნელ სამ თვეში ბენზინი და დიზელის საწვავი 12-13 პროცენტით გაძვირდა. მთელი ეს დანაშაულებრივი სქემები იწერება ალიევ-ივანიშვილის ერთობლივ კორპორაცია ,,სოკარში“, რომელიც მათი საოჯახო-კლანური მაფიის გამოხატულებაა და რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებთ ქართველი, აზერბაიჯანელი და ყველა ხლხი, ოღონდაც მილიარდიანი მოგება მიიღონ. იძულებული ვხდები ვთხოვო ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს დააწესონ სანქციები ,,სოკარის“ ხელმძღვანელობის მიმართ, რონლებიც ახორციელებენ ალიევი-ივანიშვილის დანაშაულებრივ დავალებებს და ცხრა პირ ტყავს აძრობენ მოსახლეობას ნავთობპროდუქტებზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close