შალვა ნათელაშვილი: კარლოს ბიჭმა ეს მილიონები იშოვა პოლიტიკით, დენის და გაზის ტარიფების ყაჩაღური ნიხრის დაწერებით…
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/09/Capture-1.jpg)
,,ეს მოტოციკლი 200 ათასი ევრო ღირს. ამ მარაიჟობას იქნებ ეს თანხა ქიმითერაპიაზე მყოფ, ბანკიდან ვალაღებულ პაციენტებისთვის ჩაერიცხა კარლოს ბიჭს?
p.s. ზოგიერთი აქ მპოსტავი დაქირავებულის საყურადღებოდ; კალაძის ფეხებით ნაშოვნი ფული არ გვაინტერესებს. ეს მილიონები იშოვა პოლიტიკით, დენის და გაზის ტარიფებზე ყაჩაღური ნიხრის დაწესებით, ხოლო მანამდე 18 ჰესი და 2 თბოელექტროსადგური ყაჩაღურად მიისაკუთრა, თანაც დაარეგისტრირა ოფშორში, კვიპროსზე, კალა-კაპიტალის სახელით. აღარაფერს ვამბობ თერგის, არაგვის, ენგურის, ჭოროხის ხეობების განადგურებაზე, რაც ივანიშვილ-კალაძის მილიარდიან ენერგოინტერესებს უკავშირდება” _ წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
,,მედიამალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში, კოსტავას N14-ში, თავად მერობის კადიდატი ცოტა ხნის წინ მოტოციკლით მივიდა. კახა კალაძე აქამდე ლურჯი ფერის Harley Davidson Springer-ით არ გამოჩენილა.
მაშ ასე, Harley Davidson, ტეხასის შტატიდან, მილოუკიდან, ფირმა, რომელიც 1903 წელს შეიქმნა, როცა მეგობრებმა, უილიამ ჰარლიმ და არტურ დევიდსონმა გადაწყვიტეს, გაეხსნათ პატარა სახელოსნო, სადაც ააწყვეს პირველი მოტოციკლი – ჰარლი დევიდსონი, სწორედ აქ დაიწყო ამ უზარმაზარი კომპანიის დიდი ისტორია. დროთა განმავლობაში, ჰარლი დევიდსონი იქცა ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მოტოციკლად.
ამ ბრენდის სახელს უამრავ ფილმსა და ვიდეორგოლში ვხვდებით. Harley Davidson-ის თაყვანისმცემლებს შორის ყოველთვის იყვნენ და დღემდე არიან ცნობილი ადამიანები.