საზოგადოება
შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის მთავრობას ეფექტურ კონტროლს უწევს მხოლოდ კრემლი
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ სასწაული მოვისმინე ამ წუთას პრემიერ გახარიას ბაგეთაგან. თურმე, რუსეთი ოკუპანტი კი არა, ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა ყოფილა. ასეთი გენიალური მოტივაცია თვით პუტინსა და მედვედევს არ წამოცდენია. ისე, ერთის მხრივ, სწორია. ივანიშვილის მთავრობას ეფექტურ კონტროლს უწევს მხოლოდ კრემლი და არა, სამწუხაროდ, ქართველი ხალხი. თუმცა მათი დრო წასულია.