საზოგადოება
შალვა ნათელაშვილი: ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისათვის იქნება დემოკრატიის დამკრძალავი კომისია

,,უბარიერო სისტემა – ესაა საქართველოს გადაგდება 90-იანი წლების ქაოსში. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა იშოვა პირველი მოპარული მილიარდი და ეტყობა, ის დრო ძალიან მოენატრა, რათა ერთკაციანი, ნახევარკაციანი პარტიები მოისყიდონ, შექმნან მათით უმრავლესობა. პრაქტიკულად, ეს მოდელი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის დემოკრატიის დამკრძალავი კომისია. მისი დაშვება არაფრის ფასად არ შეიძლება, რაც არ უნდა ჩვენს ზოგიერთ კოლეგას სურდეს, პარლამენტის მანდატი აიღოს.
ჩვენი ქვეყნის პრობლემაა არა ის, რომ ბარიერი მაღალია, არამედ, არჩევნების მასობრივი ფალსიფიკაცია..” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.